ექსკურსია "გადაჭრილ გორაზე" და პრეზენტაცია "საქართველო ღვინის სამშობლოა"
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 561
30 იანვარს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯი-ის პროფესიულმა სტუდენტებმა კოლეჯში მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე:“ საქართველო ღვინის სამშობლოა”.
პრეზენტაციის შემდეგ იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე “გადაჭრილ გორაზე”.
“გადაჭრილი გორა “- ეს არის ადგილი მარნეულში, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანია.
ისტორიული ცნობების თანახმად ადამიანმა, მსოფლიოში პირველად, ველური ვაზი სწორედ ამ ადგილას მოაშენა და მიღებული ყურძნისგან ღვინო დაწურა, ამის დასტურია “გადაჭრილ გორაზე” ნაპოვნი კერამიკის ჭურჭელი, რომელშიც აღმოჩენილი ვაზის მტვრის მარცვლები 8000 წლის წინანდელია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ღვინის უძველესი ნაშთები ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელდა.
პრეზენტაცია და ექსკურსია დააორგანიზა კოლეჯის სტუდენტთა / მსმენელთა მომსახურების უწყვეტი განათლების და კარიერის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა კუპატაძემ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მარნეულის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს ბატონ ელგუჯა კუპატაძეს, რომელმაც ჩვენს სტუდენტებს გიდობა გაუწია.
სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციასა და პროფესიულ მასწავლებლებს შორის
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 844
27 იანვარს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. განხილულ იქნა მომავალი გეგმები კოლეჯის განვითარებასთან დაკავშირებით.
გილოცავთ ნათლისღებას!
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 722
მარნეულის სამედიცინო კოლეჯი გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!
საქართველოს სახელმწიფოს დროშის დღე!
- Details
- Category: სიახლეები
- Hits: 582
დღეს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა!
საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ.
14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.