შპს "მარნეულის სამედიცინო კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაოს აღწერილობა
ა) სამსახურის უფროსს წარუდგენს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ბ) საკუთარი მოვალეობების შესრულებისას ხელს აწერს მომზადებულ დოკუმენტაციას, იძლევა სათანადო დასკვნებს, შეისწავლის და წარმოადგენს წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში;
გ) უზრუნველყოფს ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოდიფიცირებას;
დ) უზრუნველყოფს კოლეჯის პერსონალის და სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობას;
ე) მონაწილეობს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროექტების განხორციელებაში;
ვ) უზრუნველყოფს ინფორმაციის განახლებას ვებ-გვერდზე;
ზ) ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, მართვის ორგანოების და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება/ ან და დიპლომირებული სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში
პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები
• გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
• საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
• შრომისმოყვარეობა
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
• მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
• პროგრამირების ენების ცოდნა;
დამატებითი მოთხოვნები
სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო პირობები:
კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.
3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.
წარმოსადგენ დოკუმენტთა სია
ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია / CV;
ვ) პირადი განცხადება;
ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 09ივლისი.