შპს ,,მარნეულის სამედიცინო კოლეჯის’’ საქმისწარმოების სამსახურის უფროსის შერჩევის მიზნით ცხადდება ვაკანსია
სამუშაოს აღწერილობა
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის;
ბ) კონტროლს უწევს არქივის მუშაობას;
გ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციას დაქვემდებარებული საქმეთა წარმოების სრულყოფას;
დ) ახდენს კოლეჯში გამოცემული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის წარმოებას და ჟურნალში აღრიცხვას;
ე) ზედამხედველობს კორესპონდენციების და განცხადებების მიღებას და გაგზავნას;
ვ) ახდენს კოლეჯის შიდა მიმოწერასთან (სამსახურებრივი ბარათი, მოხსენებითი ბარათი და სხვ.) დაკავშირებული დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებას;
ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზაციის შესახებ;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) პასუხისმგებელია კოლეჯისა და სამსახურის ბეჭდის გამოყენებაზე;
კ) ახდენს ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენას დირექტორის წინაშე;
ლ) ასრულების კოლეჯის დირექტორის დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
მ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კოლეჯის დებულების, წინამდებარე დებულების შესაბამისად სხვა ფუნქციებს და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მოძრაობასა და შესრულების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება/პროფესიული განათლება
პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები
• კოლეჯის დებულება და სამართლებრივი აქტები; • პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი; • • საქმისწარმოების ერთიანი წესი • • პასუხისმგებლობის გრძნობა; • • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
|
დამატებითი მოთხოვნები:
შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სამუშაო პირობები:
კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.
3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.
წარმოსადგენ დოკუმენტთა სია
ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია / CV;
ვ) პირადი განცხადება;
ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 02 აგვისტო.