поддержка PHP 7

ცხადდება ვაკანსია შპს ,,მარნეულის სამედიცინო  კოლეჯის’’  სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსის შერჩევის მიზნით 

სამუშაოს აღწერილობა         

 ა) წარმართავს ცენტრის საქმინობას და პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

გ) დირექტორის მოადგილეს წარუდგენს ცენტრის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) კოლეჯის დირექტორს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ე) ხელმძღვანელობს ცენტრის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებას და მათ შესრულებას;

ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით ცენტრისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დირექტორის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ზ) იხილავს და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კოლეჯის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების ვიზირებას;

თ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპოდენციას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს;

კ) კონსულტაციებს უწევს სტუდენტებს პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების საკითხებზე;

ლ) ქმნის დამსაქმებელთა ერთიან მონაცემთა ბაზას, ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერების დეტალური საკონტაქტო ინფორმაციით;

მ) კოორდინაციას უწევს დამსაქმებლებთან ურთიერთობას. ამყარებს რეგულარულ კონტაქტებს დამსაქმებლებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

ნ) ახორციელებს შრომის ბაზრის დინამიკის რეგულარულ ანალიზს, არსებული ვაკანსიების მონიტორინგს;

ო) ხელს უწყობს სტუდენტებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში;

პ) უზრუნველყოფს დამსაქმებლებთან მიზნობრივი შეხვედრების მოწყობას. დასაქმების ფორუმების ორგანიზებასა და ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებას, როგორც შინაარსობრივი, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კოლეჯის სტუდენტების მომსახურებას მათ შეკითხვებზე, წინადადებებზე და განცხადებებზე პასუხის გაცემისა და კონსულტაციის გაწევის სახით;

რ) უზრუნველყოფს ცენტრში სასწავლო-მეთოდური საქმიანობის ეფექტურ მიმდინარეობას;

ს) ზრუნავს მოკლევადიანი პროგრამების/ტრენინგ-კურსების განახლებაზე;

ტ) უზრუნველყოფს მსმენელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების, აღრიცხვისა და შეფასების ჟურნალების დადგენილი წესით წარმოებასა და შენახვას;

უ) პასუხისმგებელია ცენტრის პროგრამების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ცენტრის განვითარებისათვის განსაზღვრული ხარჯების გამოყენებისათვის ეფექტური ღონისძიებების შერჩევაზე;

) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, კოლეჯის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 

 უმაღლესი განათლება

 

 

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები      

 

კოლეჯის დებულება და სამსახურის დებულება;

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი;

სასწავლო პროცესთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები.

პასუხისმგებლობის გრძნობა;

სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

 

 

დამატებითი მოთხოვნები                                      

 

 სასწავლო დაწესებულებაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება

 

    

  სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან  18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი  ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 22 ივლისი.