ცხადდება ვაკანსია შპს ,,მარნეულის სამედიცინო კოლეჯის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის შერჩევის მიზნით
სამუშაოს აღწერილობა
1.კოლეჯის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში მისი ცნობადობის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება;
2. კოლეჯში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა.
3. კოლეჯის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის პროექტების შემუშავება;
4. კოლეჯის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნების ორგანიზება;
5. კოლეჯის საქმიანობის პოპულარიზაცია;
6. საზოგადოების წარმომადგენლების კოლეჯის ადმინისტრაციასთან და პერსონალთან შეხვედრების ორგანიზაცია;
7. პარტნიორი დაწესებულებების დელეგაციების მიღების ორგანიზება;
8. კოლეჯში კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვა;
9. კოლეჯის ვებგვერდის მართვა და განვითარება;
10. კოლეჯის სხვადასხვა ოფიციალური სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება.
11. პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების, აგრეთვე სემინარების ორგანიზება;
12. პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადება;
13. საინფორმაციო ბროშურების შინაარსის მომზადება, დიზაინი და ბეჭდვისთვის მომზადება;
14. აპლიკანტების მიღების კამპანიის წარმართვა და ღონისძიებების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით, ან პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით
პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები
პასუხისმგებლობის გრძნობა;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
კოლეჯის დებულება და სამსახურის დებულება
დამატებითი მოთხოვნები
საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სამუშაო პირობები:
კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.
3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.
წარმოსადგენ დოკუმენტთა სია
ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია / CV;
ვ) პირადი განცხადება;
ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 24 ივლისი.