поддержка PHP 7

შპს ,,მარნეულის სამედიცინო კოლეჯი’’ აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

სამუშაოს აღწერილობა        

1.კოლეჯის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში მისი ცნობადობის ხარისხის ამაღლების

მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება;

2. კოლეჯში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების

ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა.

3. კოლეჯის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის პროექტების შემუშავება;

4. კოლეჯის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნების ორგანიზება;

5. კოლეჯის საქმიანობის პოპულარიზაცია;

6. საზოგადოების წარმომადგენლების კოლეჯის ადმინისტრაციასთან და პერსონალთან შეხვედრების ორგანიზაცია;

7. პარტნიორი დაწესებულებების დელეგაციების მიღების ორგანიზება;

8. კოლეჯში კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვა;

9. კოლეჯის ვებგვერდის მართვა და განვითარება;

10. კოლეჯის სხვადასხვა ოფიციალური სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება.

11. პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების, აგრეთვე სემინარების ორგანიზება;

12. პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადება;

13. საინფორმაციო ბროშურების შინაარსის მომზადება, დიზაინი და ბეჭდვისთვის მომზადება;

14. აპლიკანტების მიღების კამპანიის წარმართვა და ღონისძიებების ორგანიზება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

მინიმალური განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Internet).

 

 

პიროვნული თვისებები:

Ø    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

Ø    ორგანიზებულობა ;

Ø    დეტალებზე ორიენტირებულობა;

Ø    სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

Ø    კომუნიკაბელურობა;

Ø    გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

   

  სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე

შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან

  18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი  ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა

და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის,

სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის

მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 იანვარი