поддержка PHP 7

30 იანვარს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯი-ის პროფესიულმა სტუდენტებმა კოლეჯში მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე:“ საქართველო ღვინის სამშობლოა”.

პრეზენტაციის შემდეგ იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე “გადაჭრილ გორაზე”.

“გადაჭრილი გორა “-  ეს არის ადგილი მარნეულში, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანია.

ისტორიული ცნობების თანახმად ადამიანმა, მსოფლიოში პირველად, ველური ვაზი სწორედ ამ ადგილას  მოაშენა და მიღებული ყურძნისგან ღვინო დაწურა, ამის დასტურია “გადაჭრილ გორაზე” ნაპოვნი კერამიკის ჭურჭელი, რომელშიც აღმოჩენილი ვაზის მტვრის მარცვლები 8000 წლის წინანდელია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ღვინის უძველესი ნაშთები ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელდა.

პრეზენტაცია და ექსკურსია დააორგანიზა კოლეჯის სტუდენტთა / მსმენელთა მომსახურების უწყვეტი განათლების და კარიერის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა კუპატაძემ. 

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მარნეულის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს ბატონ ელგუჯა კუპატაძეს, რომელმაც ჩვენს სტუდენტებს გიდობა გაუწია.