30 მაისს კოლეჯში ვუმასპინძლეთ ქ.მარნეულის მე-6 საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასის სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ზვიადი არძენაძემ და სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა შორენა კუპატაძემ დაათვალიერებინეს კოლეჯის სასწავლო სივრცე,
ესაუბრნენ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, კოლეჯში არსებულ პროგრამებზე, პრაქტიკის ობიექტებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე და მიმდინარე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის შესახებ.