დღეს ვუმასპინძლეთ ალგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ზვიადი არძენაძემ და სტუდენტთა მომსახურების,
უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტმა ემინა გუსეინოვამ სკოლის მოსწავლეებს დაათვალიერებინეს კოლეჯის სასწავლო გარემო, ესაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიებზე, პრაქტიკის ობიექტებზე,დასაქმების შესაძლებლობებზე და მიმდინარე რეგისტაციის პროცესზე.
შეხვედრა მოიცავდა კითხვა-პასუხის რეჟიმს რა დროსაც გამოიკვეთა სკოლის მოსწავლეების მხრიდან სხვადასხვა პროფესიებით დაინტერესება და სწავლის სურვილი.