შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და გაფორმება.
- ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმება.
- შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისთვის საჭირო
სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.
- კოლეჯის დირექტორის ინფორმირების უზრუნველყოფა საქართველოს
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და კოლეჯში გასატარებელი
შესაბამისი ღონისძიებების შესახებ.
- კოლეჯის სამართლებრივი ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესრულების
- საჭირო სამართლებრივი უზრუნველყოფა.
- მესამე პირებთან ურთიერთობაში დაწესებულების კანონიერი ინტერესებისა და
უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
- სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციის საფუძელზე კოლეჯის
სამართლებრივ რეგულაციებში შესაბამისი ცვლილებების და დამატებების
განსახორციელების შესახებ წინადადებების და პროექტების მომზადება.
- სამართლებრივ საკითხთა განხილვისას კოლეჯის ინტერესების დაცვა სახელმწიფო,
არასახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში და სასამართლოში.
- კოლეჯში შესამუშავებელი სამართლებრივი რეგულაციების პროექტების
მომზადების პროცესის კოორდინაცია.
- შესაბამისი იურიდიული კონსულტაციების გაწევა და დაწესებულების საქმიანობაში
წამოჭრილ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით დასკვნების მომზადება.
- საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
- კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებათა და დაწესებულების შიდა
სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა
შესრულების უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ან მაგისტრთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
- შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Internet);
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ენა - სასურველია)
დამატებითი უნარები:
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული
სამუშაო გრაფიკი - მოქნილი გრაფიკი
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ
მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2023 წ.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის სამედიცინო
კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის
ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.