დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 158

ხადდება ვაკანსია შპს ,,მარნეულის სამედიცინო  კოლეჯის’’  პროფესიული მომზადების პროგრამა შინმოვლის პროგრამის ხელმძღვანელისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე 

სამუშაოს აღწერილობა        

 

 პროფესიული მომზადების პროგრამა ,,შინმოვლის’’ ფარგლებში:

 

·         პროგრამის განხორციელების მონიტორინგი;

·         მონაწილეობა სასწავლო პროცესში;

·         მონაწილეობა პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავებაში, დანერგვასა და მოდიფიცირებაში.

·         მონაწილეობა პროფესიული მომზადების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც დაწესებულების ფარგლებში, ისე მის გარეთ;

·         პრაქტიკული ხასიათის პროექტების ხელმძღვანელობა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 პროფესიული განათლება  ექთნის ან ფერშალის კვალიფიკაციით.

 უპირატესად ჩაითვლება პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.

 

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები      

 

 

• პასუხისმგებლობის გრძნობა;

• ანალიტიკური აზროვნების უნარი;

• გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

• საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი

• გუნდურად მუშაობის უნარი;

• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

• შრომისმოყვარეობა

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

 

 

 

  სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 6 აპრილი