დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 459

შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მომსახურების, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

• კოლეჯის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად რეკომენდაციების შემუშავება და

სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მიღწევების

გაუმჯობესების მიზნით მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელება.

• სწავლის დაწყებისთანავე პროფესიულ სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის

მათი უფლებების/ვალდებულებებისა და კოლეჯში არსებული პროფესიულ

სტუდენტთა/მსმენელთა მხარდაჭერის/დახმარების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის

მიწოდების უზრუნველყოფა.

• პროფესიული სტუდენტების/მსმენელების წახალისებისა (კულტურული,

სპორტული, შემეცნებითი და სხვა აქტივობები) და მათი ინიციატივების მხარდაჭერის

უზრუნველყოფა.

• პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა

და პერსპექტივებზე. მათთვის კონსულტაციების გაწევა შრომის ბაზრის მიმდინარე თუ

სამომავლო მოთხოვნებთან დაკავშირებით;

• პროფესიული სტუდენტების/მსმენელების დახმარება განათლებისა და კარიერის

სწორად წარმართვაში;

• პროფესიული სტუდენტების/მსმენელების დახმარება დამსაქმებლებთან

ურთიერთობაში და ამ მიზნით კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და

განხორციელება;

• დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობაპროფესიული

სტუდენტების/მსმენელების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. სასწავლო პროცესთან

დამსაქმებელთა მეტად დაახლოებისა და, სამომავლოდ, პროფესიულ საგანმანათლებლო

პროგრამებში/პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებში მათი

ჩართულობის უზრუნველსაყოფად;

• დასაქმების ინტერნეტსაიტებზე არსებული ვაკანსიების რაოდენობრივი და

თვისობრივი ანალიზი შრომის ბაზრის დინამიკასა და ტენდენციებზე დაკვირვებისა და

აქტიური დამსაქმებლების გამოვლენის მიზნით;

• საჭიროების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისათვის

სააპლიკაციო დოკუმენტებთან დაკავშირებით (CV-ს, სამოტივაციო წერილი)

რეკომენდაციებისა და დახმარებების გაწევა.

• შრომის ბაზრის კვლევების განხორციელება კოლეჯის მასშტაბით, როგორც

სტუდენტების/მსმენელების, ასევე დამსაქმებლების პერიოდული გამოკითხვა ადამიანურ

რესურსებზე მოთხოვნა-მიწოდებაზე დაკვირვების მიზნით;

• პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროფესიულ

მომზადების/პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ

ინფორმაციის სისტემატიზაცია;

• პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ადმინისტრაციული მხარდაჭერა,

სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის სათანადო კონსულტაციებისა და დახმარების

გაწევა, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მიღწევების გასაუმჯობესებლად მათთვის

აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;

• ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა საქართველოსა და უცხოეთის

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სტრუქტურებთან;

• პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის

ასამაღლებელი და გადამზადების/ტრენინგების სხვადასხვა კურსების განხორციელებაში

მონაწილეობა;

• პერიოდულად, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების და

კურსდამთავრებულების დასაქმებასთან დაკავშირებით კვლევის ჩატარების

უზრუნველყოფა.

• კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯის დირექტორის სხვა დავალებათა და კოლეჯის

შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა

შესრულების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• ორგანიზებულობა ;

• დეტალებზე ორიენტირებულობა;

• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

• კომუნიკაბელურობა;

• გუნდური მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულების მომქმედი სტუდენტი;

სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენა, რუსული ენა - სასურველია);

საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel,Word, Internet)

დამატებითი უნარები:

ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

შემოქმედებითი აზროვნება, შედეგებზე ორიენტაციის უნარი;

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დროის მართვის უნარი;

აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;

ორგანიზებულობა;

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული

სამუშაო გრაფიკი - სრული

ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ

მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი, 2023 წ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის

თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ

მონაცემთა დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის სამედიცინო

კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის

ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.