დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 272

28 ნოემბერს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში გაიმართა დიპლომების გადაცემის ღონისძიება ფარმაციის და საექთნო საქმის კურსდამთავრებულებისათვის.

კოლეჯის დირექტორმა მამუკა ჭყონიამ და სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსმა მაია ტოროშელიძემ კურსდამთავრებულებს მიულოცეს კოლეჯის წარმატებით დასრულება და გადასცეს დიპლომები.

ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ კოლეჯის მოკლევადიანი მომზადების პროგრამის “შინმოვლის”  ბენეფიციარებს. 

ღონისძიების ბოლოს სიმბოლურად გაიჭრა  ტორტი!

მარნეულის სამედიცინო კოლეჯი გისურვებთ წარმატებებს!