დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 192

2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა! 

ამ დღესთან დაკავშირებით მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფის სტუდენტებმა მოაწყვეს აქტივობა.

მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიოში ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი წიგნის შესახებ, ასევე წაიკითხეს ლექსები და იგავ-არაკები.

მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნია “დედამიწა”, წიგნის ზომა 1,83-2,74 მეტრია, ხოლო ფასი - 100 ათასი დილარი.

ყველაზე პატარა წიგნია “ოთხი სეზონის ყვავილები” იაპონურ ენაზე. წიგნის სიმაღლე და სიგანე 0,75 მმ-ია. მასში 22 გვერდია და იაპონიის ყველა ყვავილია წარმოდგენილი, მხოლოდ მონოქრომულად.