დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 8

უკვე ტრადიციად ქცეული ყოველწლიური „ქართული, აზერბაიჯანული და სომხური ტრადიციული კერძების გამოფენა“ კვლავ მოეწყო მარნეულის სამედიცინო კოლეჯში!

გამოფენა, როგორც ყოველთვის, არ იყო მხოლოდ კულინარიული სუფრა — ეს იყო კულტურათა შეხვედრის, მეგობრობისა და მრავალფეროვნების დღესასწაული.

სტუდენტებმა დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს თავიანთი ეროვნებისთვის სახასიათო კერძები, გააცნეს ერთმანეთს ისტორია, ტრადიცია და გემოები.

სტუმრებს ჰქონდათ საშუალება არა მხოლოდ დაეგემოვნებინათ კერძები, არამედ უკეთ გაეცნოთ სამი ერის კულინარიულ კულტურას.

მსგავსი ღონისძიებები აძლიერებს კოლეჯში თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მადლობა ქართული ენის პროფესიულ მასწავლებელს შორენა კუპატაძეს ღონისძიების ორგანიზებისთვის.