поддержка PHP 7

შეცვალე მომავალი განათლებით

დაიწყო სწავლა ქართული ენის უფასო სასერტიფიკატო კურსზე.

შეგახსენებთ რეგისტრაცია მიმდინარეობს: მოგვწერეთ ფეისბუქზე ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 500 507750

     

კოლეჯში დაიწყო დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის კვირეული.

12 აპრილს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ავღნიშნეთ ქართული ენის კვირეულის დაწყება, ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ლამაზად გაფორმებული პლაკატები, წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიების ბოლოს წინასააღდგომო საჩუქრები გადავეცით კოლეჯის ყველა თანამშრომელს.

ასევე ჩვენი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტს მარიამ ოვსეპიანს მივულოცეთ დაბადების დღე და სიმბოლურად ტორტზე სანთელიც ჩავაქრობინეთ. 

      

10 აპრილს, ვიმყოფებოდით მარნეულის N3 საჯარო სკოლაში. 

მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ზვიადი არძენაძემ, სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა შორენა კუპატაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსმა ანა ტოროტაძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამები, ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფასო ქართული ენის სასერტიფიკატო კურსზე, იმ დამატებით აქტივობებზე რომელსაც კოლეჯი ახორციელებს. 

სკოლის მოსწავლეებმა პროფორიენტაციის ნაწილში  შეავსეს კითხვარი და  SWOT ანალიზი, რის შემდეგაც დაგეგმილია მათთან შეხვედრა კოლეჯში და შემდგომი აქტივობები.

მოსწავლეებმა კოლეჯისგან საჩუქრად მიიღეს ბლოკნოტები, კალმები და საინფორმაციო ბუკლეტები.

      

10 აპრილს პროფესიული საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულის სამედიცინო კოლეჯს მიეცა შესაძლებლობა განახორციელოს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

- აღმზრდელი

- საფინანსო სერვისები

- ინფორმაციის ტექნოლოგია

მადლობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ჯანსაღი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესის წარმართვისთვის.