поддержка PHP 7

შეცვალე მომავალი განათლებით

 შპს "მარნეულის სამედიცინო კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის/ექიმის შერჩევის  მიზნით

 

სამუშაოს აღწერილობა       

 

 შესაძლებლობისა და კომპეტენიის ფარგლებში უწევს სამედიცინო მომსახურებას დაწესებულების ნებისმიერ პირს და შემდგომ უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახებას, რომელსაც ნათლად და კვალიფიციურად უღწერს არსებულ ვითარებას და აწვდის ინფორმაციას გაწეული დახმარების შესახებ;

ბ) აწარმოებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების რეგისტრაციას, შეისწავლის მათ სამედიცინო ისტორიას, უზრუნველყოფს მათთვის პირველადი სამედიცინო დამხარების აღმოჩენისათვის საჭირო მედიკამენტების შესყიდვას, სტუდენტის ოჯახის წევრების საკონტაქტო ინფორმაციის განახლებას, პერიოდულად აკონტროლებს სწავლის პროცესში ამ კატეგორიის სტუდენტების ადაპტირების პირობებს;

გ) ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, კოლეჯის მართვის ორგანოების და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 

 

 პროფესიული განათლება/უმაღლესი განათლება

 

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები      

 

პირველადი სამედიცინო მომსახურებისა და ავადმყოფის მოვლა;

პასუხისმგებლობის გრძნობა;

სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

 

 

დამატებითი მოთხოვნები                                      

 

 

 სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

 

 

  

 

  სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან  18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი  ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 28 ივნისი.