შპს ,,მარნეულის სამედიცინო კოლეჯის’’ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და სპეციალისტის შერჩევის მიზნით ცხადდება ვაკანსია.
სამუშაოს აღწერილობა
ა) უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას კოლეჯში;
ბ) კოლეჯში შემოსვლისას ამოწმებს კოლეჯის სტუდენტების და პერსონალს შესაბამის მოწმობებს;
გ) აკონტროლებს უცხო პირთა კოლეჯში შესვლას შესაბამისი პროცედურის დაცვით;
დ) უზრუნველყოფს კოლეჯის შიგნით უწესრიგობისა და ხმაურის აღკვეთას;
ე) ახორციელებს კოლეჯის ქონების დაცვას და გაფრთხილებას;
ვ) საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან კონფლიქტური სიტუაციების შემთხვევაში იღებს ზომებს მათ აღსაკვეთად, საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სათანადო სამსახურებს და კოლეჯის ადმინისტრაციას;
ზ) ზრუნავს კოლეჯის სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე;
თ) ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, კოლეჯის მართვის ორგანოების და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება/პროფესიული განათლება
პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები
კოლეჯის დებულება და სამსახურის დებულება;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
შრომისმოყვარეობა
დამატებითი მოთხოვნები
სფროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სამუშაო პირობები:
კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.
3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.
წარმოსადგენ დოკუმენტთა სია
ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია / CV;
ვ) პირადი განცხადება;
ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივლისი.