поддержка PHP 7

შეცვალე მომავალი განათლებით

ცხადდება ვაკანსია შპს ,,მარნეულის სამედიცინო  კოლეჯის’’  ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უფროსის შერჩევის მიზნით

სამუშაოს აღწერილობა        

 ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას.

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზას აძლევს დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს და ითხოვს სტრუქტურულ ერთეულებისაგან კოლეჯში დასაქმებული პერსონალის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას;

დ) დირექტორს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე კოლეჯის პერსონალის დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე;

ე) მონაწილეობა იღებს კოლეჯის პერსონალის ატესტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზებასა და ჩატარების პროცედურებში;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პერსონალის მომსახურებას მათ შეკითხვებზე, წინადადებებზე და განცხადებებზე პასუხის გაცემისა და კონსულტაციის გაწევის სახით;

ზ) გასცემს პერსონალის კოლეჯში საქმიანობის დამადასტურებელ ცნობებს და ახორციელებს მათ სისტემატიზაციას;

თ) ამზადებს პერსონალის შვებულებების შესახებ ბრძანების პროექტებს და აკონტროლებს შვებულებების გრაფიკის დაცვას;

ი) იხილავს სამსახურის მიერ შესრულებულ დოკუმენტაციას და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს კოლეჯის დირექტორს;

კ) ახდენს ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენას დირექტორის წინაშე;

ლ) ასრულების კოლეჯის დირექტორის დავალებებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

მ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კოლეჯის დებულების, წინამდებარე დებულების შესაბამისად სხვა ფუნქციებს და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 

 უმაღლესი განათლება/პროფესიული განათლება

 

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები      

 

 

 

პასუხისმგებლობის გრძნობა;

სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

კოლეჯის დებულება და სამართლებრივი აქტები;

 სამსახურის დებულება;

 შრომის კოდექსი;

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი

 

 

 

 

 

დამატებითი მოთხოვნები                                      

 

 ადამიანური რესურსების მართვის სფროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

 

 

  სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან  18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი  ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 24  სექტემბერი.