ცხადდება ვაკანსია შპს ,,მარნეულის სამედიცინო კოლეჯის’’ პროფესიული მომზადების პროგრამის შინმოვლის სპეციალისტის განმახორციელებლის პოზიციაზე
პროგრამის განმახორციელებლის ფუნქცია-მოვალეობებია:
1.შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;
2.კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სააპელაციო კომისიის წევრობა და მის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში;
3.მსმენელის დეტალური ინფორმირება შეფასების პროცედურისა და ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების შესახებ განმსაზღვრელ შეფასებამდე;
4.პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემთხვევაში მსმენელის მიერ შესრულებული მტკიცებულებების შეგროვების უზრუნველყოფა, მსმენელის პორთფოლიოში მოთავსება და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის გადაცემა გარკვეული თემატიკის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში,
5.კოლეჯის დირექტორის ინფორმირება იმ სსსმ/შშმ მსმენელის/მსმენელების შესახებ, რომელიც/რომლებიც შესაბამისი პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ვერ აღწევს/აღწევენ სწავლის შედეგების დადასტურებას;
6.პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ადაპტირებაში, მოდიფიცირებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
7.პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის გარკვეული თემატიკის დაწყებამდე 7 დღით ადრე შეფასების ინსტრუმენტისა და საჭირო შესაძენი ნედლეულისა და მასალის ჩამონათვალის წარდგენა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები
პასუხისმგებლობის გრძნობა;
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
კოლეჯის დებულება და სამართლებრივი აქტები;
შრომის კოდექსი;
პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი
სამუშაო პირობები:
კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.
წარმოსადგენ დოკუმენტთა სია
ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია / CV;
ვ) პირადი განცხადება;
ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021წლის 15 აგვისტო