შპს ,,მარნეულის სამედიცინო კოლეჯი’’ აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
სამუშაოს აღწერილობა
1.კოლეჯის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, საზოგადოებაში მისი ცნობადობის ხარისხის ამაღლების
მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება;
2. კოლეჯში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ საზოგადოების
ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა.
3. კოლეჯის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის პროექტების შემუშავება;
4. კოლეჯის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნების ორგანიზება;
5. კოლეჯის საქმიანობის პოპულარიზაცია;
6. საზოგადოების წარმომადგენლების კოლეჯის ადმინისტრაციასთან და პერსონალთან შეხვედრების ორგანიზაცია;
7. პარტნიორი დაწესებულებების დელეგაციების მიღების ორგანიზება;
8. კოლეჯში კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვა;
9. კოლეჯის ვებგვერდის მართვა და განვითარება;
10. კოლეჯის სხვადასხვა ოფიციალური სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება.
11. პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების, აგრეთვე სემინარების ორგანიზება;
12. პრესრელიზების, საინფორმაციო მასალების მომზადება;
13. საინფორმაციო ბროშურების შინაარსის მომზადება, დიზაინი და ბეჭდვისთვის მომზადება;
14. აპლიკანტების მიღების კამპანიის წარმართვა და ღონისძიებების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
მინიმალური განათლება - ბაკალავრის ხარისხი;
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Internet).
პიროვნული თვისებები:
Ø პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
Ø ორგანიზებულობა ;
Ø დეტალებზე ორიენტირებულობა;
Ø სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
Ø კომუნიკაბელურობა;
Ø გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე
შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.
3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან
18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა
და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.
წარმოსადგენ დოკუმენტთა სია
ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია / CV;
ვ) პირადი განცხადება;
ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის,
სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები კოლეჯის ელ. ფოსტის
მისამართზე: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 იანვარი