поддержка PHP 7

შეცვალე მომავალი განათლებით

 

 ცხადდება ვაკანსია  შპს ,,მარნეულის სამედიცინო  კოლეჯის’’  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ფარმაცია (საფთიაქო)-ს მოდულის ,,ანალიზური ქიმიის საფუძვლების’’ განმახორციელებლის პოზიციაზე

მოდულის განმახორციელებლის ფუნქცია-მოვალეობებია:

1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

2.  შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;

3. კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  საფუძველზე შექმნილი სააპელაციო კომისიის წევრობა და მის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში;

4. პროფესიული სტუდენტების დეტალური ინფორმირება შეფასების პროცედურისა და ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების შესახებ განმსაზღვრელ შეფასებამდე 3 სამუშაო დღით ადრე;

5.შეფასების ინსტრუმენტების შეგროვების უზრუნველყოფა, აღნიშნული მტკიცებულებების პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოში მოთავსება და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის  გადაცემა მოდულის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;

6.კოლეჯის დირექტორის ინფორმირება იმ სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტის/სტუდენტების შესახებ, რომელიც/რომლებიც შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ვერ აღწევს/აღწევენ სწავლის შედეგების დადასტურებას;

7.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ადაპტირებაში, მოდიფიცირებასა და დანერგვაში მონაწილეობა;

8.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის დაწყებამდე 15 დღით ადრე მოდულის განხორციელების კალენდარული გეგმის, შეფასების ინსტრუმენტისა და მოდულის განხორციელებისათვის საჭირო შესაძენი ნედლეულისა და მასალის ჩამონათვალის წარდგენა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების  V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

 

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები      

 

პასუხისმგებლობის გრძნობა;

სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

კოლეჯის დებულება და სამართლებრივი აქტები;

 შრომის კოდექსი;

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი

 

  სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

თ)ცნობა ნასამართლეობის („სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“).

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022წლის 2 სექტემბერი