28 მარტს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯსა და მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საგანს წარმოადგენს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების იმპლემენტაცია და ამ მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა.
- მემორანდუმის მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის და შინაარსის საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროექტების შექმნას და განხორციელებას.
- კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებს სკოლაში სწავლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას და მოახდინონ შეძენილი ცოდნის და უნარების საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების თვალსაზრისით რეალიზაცია.
- კოლეჯი სკოლის მოსწავლეებს შესთავაზებს ენის/ენების შემსწავლელ კურსებს, რაც დაეხმარებათ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დასაქმებაში და სწავლის გაგრძელებაში.
- კოლეჯი სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მაშტაბით შესთავაზებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ტურებში და ოლიპიადებში მონაწილეობას.
- სკოლა ხელს შეუწყობს და მიიღებს კოლეჯთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას სკოლის მოსწავლეებს და უზრუნველყობს მათ მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებებში.