поддержка PHP 7

შეცვალე მომავალი განათლებით

შპს ,,მარნეულის სამედიცინო კოლეჯი“ აცხადებს ვაკანსიას პროფესიული

მასწავლებლის პოზიციაზე.

1. ვაკანსია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -(საბაჟო საქმე /

Customs Study)

მოდულების დასახელება

ზოგადი მოდულები

- ინფორმაციული წიგნიერება 2

- მეწარმეობა 3

- უცხო ენა

პროფესიული მოდულები

- გაცნობითი  პრაქტიკა - საბაჟო საქმე

- ჰარმონიზებული სისტემა (ნომენკლატურა)

- საბაჟო  ზედამხედველობა

- ფიზიკური  პირის კონტროლი

- სატრანსპორტო  საშუალებების კონტროლი

- საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

- საბაჟო პროცედურები/რეექსპორტი და იმპორტის გადასახდელი

- საბაჟო  დეკლარირება

- საბაჟო გაფორმება

- სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი

- არასატარიფო ღონისძიებები

- საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოება

- საწარმოო პრაქტიკა - საბაჟო საქმე

- პრაქტიკული პროექტი - საბაჟო საქმე

- დარგობრივი უცხოური ენა-საბაჟო საქმე

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - (ვეტერინარია / Veterinary)

მოდულების დასახელება

ზოგადი მოდულები

- უცხო ენა

- ინტერპერსონალური კომუნიკაცია

- მეწარმეობა 3

- ინფორმაციული წიგნიერება 2

- გარემოსდაცვითი საფუძვლები

პროფესიული მოდულები

- გაცნობითი პრაქტიკა - ვეტერინარია

- ქიმია

- ბიოლოგია

- ტოქსიკოლოგია

- მიკრობიოლოგია 1

- ჰისტოლოგია 1

- პათოლოგია

- ცხოველთა ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები

- ბიოქიმიის საფუძვლები

- ცხოველთა დაავადებები

- სურსათის უვნებლობა

- ინფექციის კონტროლის საფუძვლები 1

- ცხოველთა კვება

- დოზირების პრინციპები ვეტერინარიაში

- ვეტერინარული ფარმაცია და ფარმაკოლოგია

- ცხოველთა მოვლა და კეთილდღეობაზე ზრუნვა

- პირველადი გადაუდებელი ვეტერინარული დახმარება

- ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაცია

ფუნქცია-მოვალეობები:

1.ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა

2.შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;

3.კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

საფუძველზე შექმნილი სააპელაციო კომისიის წევრობა და მის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა

ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში;

4.მსმენელის დეტალური ინფორმირება შეფასების პროცედურისა და

ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების შესახებ განმსაზღვრელ შეფასებამდე;

5.პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის

შემთხვევაში მსმენელის მიერ შესრულებული მტკიცებულებების შეგროვების უზრუნველყოფა,

მსმენელის პორთფოლიოში მოთავსება და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის

გადაცემა გარკვეული თემატიკის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.კოლეჯის დირექტორის ინფორმირება იმ სსსმ/შშმ მსმენელის/მსმენელების შესახებ,

რომელიც/რომლებიც შესაბამისი პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული

გადამზადების პროგრამის ფარგლებში ვერ აღწევს/აღწევენ სწავლის შედეგების დადასტურებას;

7.კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯის დირექტორის, დირექტორის მოადგილის, სასწავლო

პროცესის მართვის სამსახურის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხვა დავალებათა და

კოლეჯის შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა

შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

- პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს

უმაღლესი ან პროფესიული განათლება, აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის

არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი

- პრეზენტაბელურობა

- აუდიტორიის მართვის უნარი

- კრეატიულობა

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე

შემდეგ ელ. მისამართზე: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.

ან დაგვიკავშირდით

ტელ:591994790