ვაკანსია: ბუღალტერი
მარნეულის სამედიცინო კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
თუ ხართ გამოცდილი, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი სპეციალისტი, რომელიც ეძებს სტაბილურ და
საინტერესო სამსახურს საგანმანათლებლო სფეროში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება (პირველადი დოკუმენტაციის აღრიცხვა,
დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება, სალაროს ოპერაციები, ბანკთან მუშაობა).
- ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი დეკლარაციების მომზადება.
- საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარაციების მომზადება და წარდგენა (დღგ,
საშემოსავლო, ქონების და ა.შ.).
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი).
- საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა ინვენტარიზაციაში.
- ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადება და წარდგენა.
- კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და სამუშაო პროცესში
ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით.
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მოქმედი საბუღალტრო სტანდარტების სრულყოფილი
ცოდნა.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) ცოდნა.
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში სამი დღე: 10:00 - 17:00 სთ (სრული განაკვეთი)
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ
მისამართზე: Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра. არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივლისი
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „ბუღალტერი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებებს!