შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის მისია
მისია
- განახორციელოს საქართველოს სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი სხვადასხვა მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები, რითაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და ქვემო ქართლის რეგიონში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებასა და დასაქმებას;
- იზრუნოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე და ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლას;
- მოამზადოს მაღალკვალიფიციური, ლიბერალური ღირებულებების საზოგადოების აქტიური წევრები, განუვითაროს მათ პროფესიული უნარები და უზრუნველყოს მათი კონკურენტუნარიანობა დასაქმების ბაზარზე;
ხედვა
შპს „მარნეულის სამედიცინო კოლეჯი“ 2024 წლისათვის არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სწავლების თანამედროვე მეთოდებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და მრავალფეროვანი სერვისებით პასუხობს საქართველოსა და ქვემო ქართლის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; ხელს უწყობს ადამიანურ ღირსებას, უნივერსალურ ადამიანურ უფლებებს და თავისუფლებას ყველასთვის განურჩევლად კაცის, ქალის, რასის, ფერის, რელიგიის და წარმომავლობისა.
მიზანი
შპს „მარნეულის სამედიცინო კოლეჯის“ მიზანია უზრუნველყოს საზოგადოება მაღალ კვალიფიციური პროფესიული განათლებით, რაც ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის საფუძველი იქნება.
ღირებულებები
- საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებისა და პრინციპების დაცვა;
- პროფესიული ცოდნის გადაცემის უკომპრომისო ვალდებულება;
- მაღალკვალიფიციური პროფესიული მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ურთიერთდახმარების ვალდებულება, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს ხედვასა და მისიას.
- აუდიტორიული/საკლასო განათლების კომბინაცია „რეალურ სამყაროს“ გამოცდილებასთან პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით;
- ძლიერი კოლაბორაციული ურთიერთობები კერძო სექტორთან, მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.