კონფერენცია "ქართული - ჩემი მეორე ენა"
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 823
13 აპრილს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ქართული ენის პროფესიული მასწავლებელი, სტუდენტთა/მსმენელთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერის განვითარების სამსახურის უფროსი შორენა კუპატაძე და კოლეჯის დირექტორი მამუკა ჭყონია იმყოფებოდნენ “მარნეულის კოლეჯი”-ში კონფერენციაზე “ქართული - ჩემი მეორე ენა”.
კონფერენციაზე პრეზენტაცია წარადგინა ქალბატონმა შორენამ და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქართული ენის მხრივ რეგიონის მასშტაბით დგას.
დაიწყო სწავლა ქართული ენის უფასო სასერტიფიკატო კურსზე
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 939
დაიწყო სწავლა ქართული ენის უფასო სასერტიფიკატო კურსზე.
შეგახსენებთ რეგისტრაცია მიმდინარეობს: მოგვწერეთ ფეისბუქზე ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 500 507750
დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის კვირეული
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 784
კოლეჯში დაიწყო დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის კვირეული.
12 აპრილს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ავღნიშნეთ ქართული ენის კვირეულის დაწყება, ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ლამაზად გაფორმებული პლაკატები, წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების ბოლოს წინასააღდგომო საჩუქრები გადავეცით კოლეჯის ყველა თანამშრომელს.
ასევე ჩვენი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტს მარიამ ოვსეპიანს მივულოცეთ დაბადების დღე და სიმბოლურად ტორტზე სანთელიც ჩავაქრობინეთ.
შეხვედრა მარნეულის მესამე საჯარო სკოლაში
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 737
10 აპრილს, ვიმყოფებოდით მარნეულის N3 საჯარო სკოლაში.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ზვიადი არძენაძემ, სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა შორენა კუპატაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსმა ანა ტოროტაძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამები, ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფასო ქართული ენის სასერტიფიკატო კურსზე, იმ დამატებით აქტივობებზე რომელსაც კოლეჯი ახორციელებს.
სკოლის მოსწავლეებმა პროფორიენტაციის ნაწილში შეავსეს კითხვარი და SWOT ანალიზი, რის შემდეგაც დაგეგმილია მათთან შეხვედრა კოლეჯში და შემდგომი აქტივობები.
მოსწავლეებმა კოლეჯისგან საჩუქრად მიიღეს ბლოკნოტები, კალმები და საინფორმაციო ბუკლეტები.