დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 523
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა და მარნეულის სამედიცინო კოლეჯი შეუერთდა კამპანიას ცნობიერების ამაღლების მიზნით.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ ის სიმბოლურია. თარიღი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე- ტრისომიულ მოვლენას.
ღინისძიება "დედის დღე"
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 554
2 მარტს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
პროფესიულმა სტუდენტებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ხელნაკეთი მისალოცი ბარათები და სიმბოლურად გაჭრეს ტორტი.
P.S. სასიამოვნო ერთი საათი გავატარეთ მათთან ერთად
მიმდინარეობს რეგისტრაცია "შინმოვლის სპეციალისტის" პროფესიული მომზადების პროგრამაზე.
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 600
სახელმწიფო დაფინანსებით!
მოკლე დროში შეგიძლია ისწავლო და დასაქმდე!
მარნეულის სამედიცინო კოლეჯი გთავაზობთ პროფესიული მომზადების პროგრამას “შინმოვლის სპეციალისტი”.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 13 კვირა.
- პროგრამაზე დასწრების წინაპირობა: საბაზო განათლება, მინიმალური ასაკი 18 წელი.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს აქვს შინმოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობა დასაქმდეს: ხანდაზმულთა მოვლის სახლში, დღის ცენტრში, საოჯახო ტიპის საცხოვრებელში და სხვა.
პროგრამის მიზანია შინმოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოუმუშაოს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ სამედიცინო განათლება და მისცეს მათ დასაქმების საშუალება.
პრაქტიკის განმახორციელებელი ობიექტებია:
შპს “ავერსის კლინიკა”
შინმოვლის სამსახური შპს “მირამედი”
შპს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი
შპს მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 555454305
მის: ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა N 80
შეხვედრა ქართული ენა A2-ის, საექთნო განათლების და ფარმაციის პროფესიულ სტუდენტებს შორის
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 559
23 თებერვალს კოლეჯში გაიმართა შეხვედრა ქართული ენა A2-ის, საექთნო განათლების და ფარმაციის პროფესიულ სტუდენტებს შორის.
შეხვედრის მიზანი გახლდათ:
- ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა პროფესიების შესახებ.
- დასაქმების შესახებ.
კოლეჯის, სტუდენტთა/მსმენელთა მომსახურების უწყვეტი განათლების და კარიერის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა კუპატაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია ახალი ვაკანსიების შესახე, გააცნო კოლეჯის კურსდამთავრებულების დასაქმების სტატისტიკა.
შეხვედრის ბოლოს ქარფული ენა A2-ის პროფესიულმა სტუდენტებმა მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები დაუსვეს საექთნო განათლების, ფარმაციის პროფესიულ სტუდენტებს და მათგან მიიღეს ამომწურავი პასუხები.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯში სწავლა ნიშნავს საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, მეგობრულ გარემოს, ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ.