поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     mscollege.edu@gmail.com

შეცვალე მომავალი განათლებით

 შპს "მარნეულის სამედიცინო კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის შერჩევის მიზნით

სამუშაოს აღწერილობა       

ა) წარმართავს სამსახურის საქმინობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;

გ)კოლეჯის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) კოლეჯის დირექტორს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ე) ხელმძღვანელობს სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებას და მათ შესრულებას;

ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ზ) იხილავს და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კოლეჯის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების ვიზირებას;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესამუშავებელი დოკუმენტების შედგენასა და ექსპერტიზაში; ახორციელებს დიპლომების/დიპლომების დუბლიკატების და სერთიფიკატების გაცემაზე კონტროლს;

ი)უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების N127/ნ, 22 ივლისი 2011წ. „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად და პასუხისმგებელია მის სწორად წარმართვაზე.

კ) უზრუნველყოფს, სამსახურის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ლ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპოდენციას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს;

მ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან, დარგების ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს წინადადებებს საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარების მიზნით;

ნ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგის შემუშავებას, გამოცემას და ინტერნეტში განთავსებას;

ო) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, კოლეჯის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები                             უმაღლესი განათლება

 

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები      

• კოლეჯის დებულება და სამართლებრივი აქტები;

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი;

• სასწავლო პროცესთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები.

მინისტრის ბრძანება N127/ნ, 22 ივლისი 2011წ. „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“.

• სასწავლო პროცესის მართვის დებულება

• პასუხისმგებლობის გრძნობა;

• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

 

დამატებითი მოთხოვნები                                      

სასწავლო დაწესებულებაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება

 

       სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან  18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი  ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 23 ივლისი.