მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ინიციატივით მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ქართული ენის კურსის სტუდენტები პროფესიულ მასწავლებელთან ნინო გრიგალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ წერაქვში მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში.
სტუდენტებმა ახლოდან გაიცნეს მწერლის ცხოვრება და შემოქმედება, რაც მათთვის საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება იყო.
კოლეჯის სახელით მადლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს.