поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     mscollege.edu@gmail.com

შეცვალე მომავალი განათლებით

ცხადდეება ვაკანსია შპს ,,მარნეულის სამედიცინო  კოლეჯის’’  საქმისწარმოების სამსახურის სპეციალისტის შერჩევის მიზნით 

 

სამუშაოს აღწერილობა       

 

 ა) უზრუნველყოფს შემოსული და გასული კორესპონდენციების დოკუმენტბრუნვას;

ბ) აწარმოებს ბრძანებების გამოცემისა და ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს;

გ) უზრუნველყოფს საკონტროლო წერილებისა და დავალებების აღრიცხვას, შესრულების კონტროლსა და ანალიზს;

დ) ახდენს კორესპონდენციების და განცხადებების მიღებას და გაგზავნას;

ე) შესაბამის ჟურნალში ატარებს კოლეჯში გამოცემულ სამართლებრივ აქტებს და უზრუნველყოფს მათ შენახვას;

ვ) უზრუნველყოფს მივლინების ფურცლების გაცემის ორგანიზებას;

ზ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში აწარმოებს საინფორმაციო მომსახურეობას დოკუმენტების მოძრაობასა და შესრულების შესახებ;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 

 უმაღლესი განათლება/პროფესიული განათლება

 

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები      

 

.კოლეჯის დებულება და სამართლებრივი აქტები;

• პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი;

• საქმისწარმოების ერთიანი წესი

• პასუხისმგებლობის გრძნობა;

• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

• შრომისმოყვარეობა

 

  სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

3.კოლეჯში ადმინისტრაციისათვის ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან  18:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი  ბრძანებით იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის განსაზღვრის შესახებ, შესვენება 1 საათი.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის  12 აგვისტო.