ცხადდება ვაკანსია შპს ,,მარნეულის სამედიცინო კოლეჯის’’ პროფესიული მომზადების პროგრამა შინმოვლის პროგრამის ხელმძღვანელისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე
სამუშაოს აღწერილობა
პროფესიული მომზადების პროგრამა ,,შინმოვლის’’ ფარგლებში:
· პროგრამის განხორციელების მონიტორინგი;
· მონაწილეობა სასწავლო პროცესში;
· მონაწილეობა პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავებაში, დანერგვასა და მოდიფიცირებაში.
· მონაწილეობა პროფესიული მომზადების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც დაწესებულების ფარგლებში, ისე მის გარეთ;
· პრაქტიკული ხასიათის პროექტების ხელმძღვანელობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პროფესიული განათლება ექთნის ან ფერშალის კვალიფიკაციით.
უპირატესად ჩაითვლება პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
• საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი
• გუნდურად მუშაობის უნარი;
• სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
• შრომისმოყვარეობა
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
სამუშაო პირობები:
კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროგრამის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.
წარმოსადგენ დოკუმენტთა სია
ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;
ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია / CV;
ვ) პირადი განცხადება;
ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 6 აპრილი