поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     mscollege.edu@gmail.com

შეცვალე მომავალი განათლებით

  ცხადდება ვაკანსია  შპს ,,მარნეულის სამედიცინო  კოლეჯის’’  პროფესიული მომზადების პროგრამის შინმოვლის სპეციალისტის განმახორციელებლის პოზიციაზე

პროგრამის განმახორციელებლის ფუნქცია-მოვალეობებია:

1.შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;

2.კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  საფუძველზე შექმნილი სააპელაციო კომისიის წევრობა და მის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში;

3.მსმენელის დეტალური ინფორმირება შეფასების პროცედურისა და ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების შესახებ განმსაზღვრელ შეფასებამდე;

4.პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემთხვევაში მსმენელის მიერ შესრულებული  მტკიცებულებების შეგროვების უზრუნველყოფა,  მსმენელის პორთფოლიოში მოთავსება და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის  გადაცემა გარკვეული თემატიკის დასრულებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში,

5.კოლეჯის დირექტორის ინფორმირება იმ სსსმ/შშმ მსმენელის/მსმენელების შესახებ, რომელიც/რომლებიც შესაბამისი პროფესიული მომზადების პროგრამისა და  პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ვერ აღწევს/აღწევენ სწავლის შედეგების დადასტურებას;

6.პროფესიული მომზადების პროგრამისა და  პროფესიული გადამზადების პროგრამის  ადაპტირებაში, მოდიფიცირებასა და დანერგვაში მონაწილეობა;

7.პროფესიული მომზადების პროგრამისა და  პროფესიული გადამზადების პროგრამის გარკვეული თემატიკის დაწყებამდე 7 დღით ადრე შეფასების ინსტრუმენტისა და საჭირო შესაძენი ნედლეულისა და მასალის ჩამონათვალის წარდგენა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები           

 

უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების  V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები      

 

 

 

პასუხისმგებლობის გრძნობა;

სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

კოლეჯის დებულება და სამართლებრივი აქტები;

 შრომის კოდექსი;

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონი

 

  სამუშაო პირობები:

კოლეჯში დაწესებულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების  მიზნებიდან  გამომდინარე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შაბათი დღე, როგორც სასწავლო/სამუშაო დღე.

 

წარმოსადგენ დოკუმენტთა სია

ა) პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია / CV;

ვ) პირადი განცხადება;

ზ)არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკის ან შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის, სერთიფიკატების, სიგელების და სხვა დოკუმენტების ასლები.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები  კოლეჯის ელ. ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021წლის 15 აგვისტო