12 ივლისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა
პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’.
ფორუმზე მოწვეული იყვნენ კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ კოლეჯების პარტნიორი და არაპარტნიორი კერძო კომპანიები.