კოლეჯში ავღნიშნეთ 9 აპრილი!
პროფესიულმა სტუდენტებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, ასევე დირექტორის მოადგილემ ზვიადი არძენაძემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა - “დღეს განსაკუთრებული დღეა, 1989 წლის 9 აპრილი ქართველი ერის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისთვის გმირული ბრძოლის, თავგანწირვის და 1991 წლის 9 აპრილი ამ ბრძოლაში გმირულად გამარჯვების!
დღეს ერთდროულად სიხარულის და სინანულის დღეა!”
ღონისძიების ბოლოს ვიმყოფებოდით სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერში მემორიალთან და შევამკეთ ყვავილებით.
ღონისძიება დააორგანიზა სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერის განვითარების სამსახურის უფროსმა - შორენა კუპატაძემ.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ მარნეულის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს ელგუჯა კუპატაძეს მხარდაჭერისთვის და შპს “ავტოსერვისი”ს უფროსს იური სამხარაძეს ტრანსპორტის უზრუნველყოფისთვის.