10 აპრილს, ვიმყოფებოდით მარნეულის N3 საჯარო სკოლაში.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ზვიადი არძენაძემ, სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა შორენა კუპატაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უფროსმა ანა ტოროტაძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამები, ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფასო ქართული ენის სასერტიფიკატო კურსზე, იმ დამატებით აქტივობებზე რომელსაც კოლეჯი ახორციელებს.
სკოლის მოსწავლეებმა პროფორიენტაციის ნაწილში შეავსეს კითხვარი და SWOT ანალიზი, რის შემდეგაც დაგეგმილია მათთან შეხვედრა კოლეჯში და შემდგომი აქტივობები.
მოსწავლეებმა კოლეჯისგან საჩუქრად მიიღეს ბლოკნოტები, კალმები და საინფორმაციო ბუკლეტები.