გრძელდება სკოლის მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, რომელიც მოიცავს პროფორიენტაციის ნაწილს.
19 აპრილს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილე ზვიადი არძენაძე, სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი შორენა კუპატაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა ტოროტაძე იმყოფებოდნენ მარნეულის მერვე საჯარო სკოლაში და ალგეთის პირველ საჯარო სკოლაში.
შეხვედრაზე ისაუბრეს:
- პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე;
- კოლეჯში არსებულ პროფესიებზე;
- სხვადასხვა სტუდენტურ სერვისებზე და აქტივობებზე;
- მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი და SWOT ანალიზი;
- მათთან მომდევნო შეხვედრა დაიგეგმა კოლეჯში.
P.S. გვინდა აღვნიშნოთ მოსწავლეების მხრიდან შეხვედრის პროცესში დიდი ჩართულობა, ინტერესი პროფესიების და პროფესიული განათლების მიმართ, რაც ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს.