გრძელდება პროფორიენტაციის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან.
დღეს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა ტოროტაძე, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი ემინა გუსეინოვა, კოლეჯის სტაჟიორი აიშა ნოვრუზოვა იმყოფებოდნენ ქ.ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლაში მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს:
პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე;
კოლეჯში არსებულ პროფესიებზე;
პრაქტიკის ობიექტებზე;
დასაქმების შესაძლებლობაზე;
მიმდინარე რეგისტრაციის პროცესზე.
სკოლის მოსწავლეებს კოლეჯის სახელით მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და სიმბოლურად აჩუქეს ბუშტები და კანფეტები.
P.S. შეხვედრამ სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მომდევნო კვირაში, მათ კოლეჯში ველოდებით.