შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების
მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროგრამის
განმახორციელებლების ადმინისტრაციული, დამხმარე) ვაკანტურ თანამდებობაზე
დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან გათავისუფლებისათვის საჭირო
დოკუმენტაციის მოწესრიგება.
- პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება და შენახვა დადგენილი
წესის შესაბამისად.
- შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ვიზირება სამსახურის კომპეტენციის
ფარგლებში;
- პერსონალის მიმდინარე და ჯამური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და
შესაბამისი სტრუქტურებისადმი მიწოდება დადგენილი ფორმებისა და წესის
შესაბამისად;
- სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე
კოლეჯის პერსონალის დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისებისა და
დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების განხილვა და წარდგენა
დირექტორის წინაშე.
- პერსონალის მონიტორინგი, სამუშაო ადგილების მიხედვით არსებული განაწილების
შესწავლა;
- პერსონალის სამსახურეობრივი გადაადგილების მოლოდინის ანალიზი,
პერსონალზე მოთხოვნისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებზე
ინფორმაციის გავრცელება, საჭირო სპეციალისტების მოძიება და სამუშაოზე
მოზიდვა;
- პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის მომზადება.
- ადამიანური რესურსების დენადობის შესახებ ცნობების, შვებულებების გრაფიკის
მომზადება.
- სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება.
- კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევა კოლეჯის სტრუქტურული
ერთეულებისათვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.
- ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენას დირექტორის წინაშე
- კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებათა და დაწესებულების შიდა
სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა
შესრულების უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;
- უცხო ენის ცოდნა(რუსული ან/და ინგლისური ენა) ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook).
დამატებითი უნარები:
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული
სამუშაო გრაფიკი - სრული
ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ
მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2023 წ.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის
თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის სამედიცინო
კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის
ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.