28 ივნისს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ქართული ენა B1-ის სტუდენტების მიერ მოეწყო ქართული და აზერბაიჯანული ტრადიციული კერძების პრეზენტაცია, რომელიც თავად პროფესიულმა სტუდენტებმა მოამზადეს.
დამსწრე საზოგადოების მიერ ადგილზე მოხდა კერძები დაგემოვნება და შეფასება.
ღონისძიების ბოლოს კოლეჯის დირექტორმა მამუკა ჭყონიამ ყველა მონაწილეს გადასცა მადლობის სიგელი აქტივობაში მონაწილეობისთვის.
მადლობა ქართული ენის მასწავლებლებს შორენა კუპატაძეს და თამარ მაჭარაშვილს სასიამონო და საინტერესო აქტივობის ორგანიზებისთვის.