ექსკურსია მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 504
1 მაისს ქართული ენის სტუდენტებთან ერთად ვიმყოფებოდით მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც ბიბლიოთეკის დირექტორმა ლანა ხეხელაშვილმა შიდა ექსკურსია მოუწყო სტუდენტებს.
ასევე დაათვალიერებინეს American Corner Marneuli -ის სივრცე და გააცნეს დაგეგმილი აქტივობები.
წამოსვლისას სტუდენტებმა ბიბლიოთეკიდან წასაკითხი წიგნებიც წამოიღეს.
P.S. მარნეულის სამედიცინო კოლეჯიში ქართული ენის სწავლა ბევრ დამატებით საინტერესო აქტივობას გულისხმობს, რადგან ქართულ ენაზე კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ჩვენთან ქართული ენის სწავლა სრულიად უფასოა.
პროფესიული განათლების ფორუმი
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 500
29 აპრილს მარნეულში გაიმართა “პროფესიული განათლების ფორუმი”, სადაც სხვა კოლეჯებთან ერთად მონაწილეობდა მარნეულის სამედიცინო კოლეჯი.
კოლეჯის წარმომადგენლებმა ყველა დაინტერესებულ მსურველს გააცნეს პროფესიების შესახებ ინფორმაცია, საჩუქრად გადასცეს კალმები, ბლოკნოტები, საინფორმაციო ბუკლეტები და ფერად-ფერადი კანფეტები.
კოლეჯის სივრცეში ღონისძიებაზე პროფესიების მიხედვით წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სიმულაციები, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
სწავლის მსურველებმა ადგილზე შეავსეს “კითხვარი”.
ღონისძიება ორგანიზებული იყო „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში. პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ განხორციელდა. ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან ახალი აზროვნების ინსტიტუტი (NTI) და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება.
შეხვედრა ჯანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 499
გრძელდება სკოლის მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, რომელიც მოიცავს პროფორიენტაციის ნაწილს.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი შორენა კუპატაძე იმყოფებოდა მარნეულში “ჯანდარის საჯარო სკოლა”-ში, სადაც შეხვდა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე, კოლეჯში არსებულ პროფესიებზე, სხვადასხვა აქტივობებზე.
ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგი
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 533
25 აპრილს ცოდნისა და უნარების განვითარების, ქსელებისა და პლათფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის ფარგლებში მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ჩატარდა ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგი პროფესიული სტუდენტებისთვის.
ტრენინგი ჩაატარა კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ტოროტაძემ.