- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 905
კოლეჯში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება!
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 861
17 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ჩავატარეთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც მოიცავდა პროფორიენტაციის ნაწილს.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ტოროტაძემ და სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა შორენა კუპატაძემ ისაუბრეს:
პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე;
კოლეჯში არსებულ პროფესიებზე;
დასაქმების შესაძლებლობებზე;
სხვადასხვა სტუდენტურ სერვისებზე და აქტივობებზე;
მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი და SWOT ანალიზი.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტებიც, რომლებმაც სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 920
დღეს ქართულ ენაში საინტერესო აქტივობა გვქონდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით “მოხეტიალე წიგნი”
სტუდენტებთან ერთად შევარჩიეთ ლოკაცია მარნეულის კულტურის ცენტრის სკვერი, სადაც დავტოვეთ რამოდენიმე წიგნი.
ველოდებით გამოხმაურებას ჩვენი სტუდენტების დატოვებული წიგნების მკითხველებისგან.
მობრძანდით მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ერთად განვიხილოთ წაკითხული წიგნების გმირები!