поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     mscollege.edu@gmail.com

შეცვალე მომავალი განათლებით

4 აპრილს მოეწყო დასუფთავების აქცია.

მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ადმინსტრაციამ პროფესიულ სტუდენტებთან ერთად დაალაგა კოლეჯის მიმდებარე ტერიტორია და დარგო ყვავილები.

აქციის მსვლელობის დროს შემოგვიერთდა სხვა სამსახურის წარმომადგენლებიც და ერთად დავასუფთავეთ. 

ჩვენი მიზანი, ასევე იყო მაგალითი მიგვეცა სხვა დაწესებულებებისთვის და ჩვენდა სასიხარულოდ დასუფთავების პროცესშივე შემოგვიერთდნენ.

              

29 მარტს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯსა და შპს “ბოლნისის ცენტრალურ კლინიკა” ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება პროფესიული მომზადების  და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით.

     

28 მარტს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯსა და მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

- ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საგანს წარმოადგენს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების იმპლემენტაცია და ამ მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა.

- მემორანდუმის მხარეები ერთობლივად უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის და შინაარსის საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროექტების შექმნას და განხორციელებას.

- კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებს სკოლაში სწავლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას და მოახდინონ შეძენილი ცოდნის და უნარების საქართველოს და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების თვალსაზრისით რეალიზაცია.

- კოლეჯი სკოლის მოსწავლეებს შესთავაზებს ენის/ენების შემსწავლელ კურსებს, რაც დაეხმარებათ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დასაქმებაში და სწავლის გაგრძელებაში.

- კოლეჯი სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მაშტაბით შესთავაზებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ტურებში და ოლიპიადებში მონაწილეობას.

- სკოლა ხელს შეუწყობს და მიიღებს კოლეჯთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას სკოლის მოსწავლეებს და უზრუნველყობს მათ მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებებში.