- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 514
28 მარტს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილე ზვიადი არძენაძე, სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახური უფროსი შორენა კუპატაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა ტოროტაძე, პროფესიულ სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდნენ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრაზე.
შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, კოლეჯში არსებული პროფესიების და სტუდენტური სერვისების შესახებ.
მოსწავლეებმა შეავსეს SWOT ანალიზი და კითხვარი, მათ კოლეჯისგან საჩუქრათ გადაეცათ ბლოკნოტი, კალამი და საინფორმაციო ბუკლეტი.
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 512
24 მარტს მარნეულის სამედიცინო კოლეჯიში გაიმართა ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს მათი ხელნაკეთი ნივთები, შეასრულეს ცეკვები, ისაუბრეს ნოვრუზ ბაირამის შესახებ.
ღინისძიების ბოლოს კოლეჯის დირექტორმა, მამუკა ჭყონიამ და სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების ცენტრის უფროსმა, შორენა კუპატაძემ მადლობის სიგელები გადასცა პროფესიულ სტუდენტებს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
სტუდენტებმა სიმბოლურად გაჭრეს ტორტი, სამოვარით მოამზადეს ჩაი და ტრადიციული ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.
- დეტალები
- კატეგორია: სიახლეები
- გადასვლები: 524
ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა და მარნეულის სამედიცინო კოლეჯი შეუერთდა კამპანიას ცნობიერების ამაღლების მიზნით.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. თარიღი შემთხვევით არ აურჩევიათ ის სიმბოლურია. თარიღი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე- ტრისომიულ მოვლენას.