поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     mscollege.edu@gmail.com

შეცვალე მომავალი განათლებით

10 აპრილს პროფესიული საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულის სამედიცინო კოლეჯს მიეცა შესაძლებლობა განახორციელოს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

- აღმზრდელი

- საფინანსო სერვისები

- ინფორმაციის ტექნოლოგია

მადლობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი ჯანსაღი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესის წარმართვისთვის.

მარნეულის სამედიცინო კოლეჯში პროექტის „LINKS“ ფარგლებში შეხვედრაზე იმყოფევოდნენ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) წარმომადგენლები - ნინო კიკნაველიძე და ნინი ბერიშვილი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი აზროვნების ინსტიტუტის” დამფუძნებელი - კამრან აფანდიევი და არიზ დაშდამიროვი.

შეხვედრის ფარგლებში:

- დაათვალიერეს კოლეჯის სასწავლო გარემო  

- კოლეჯის დირექტორთან მამუკა ჭყონიასთან და დირექტორის მოადგილესთან ზვიადი არძენაძესთან ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზე და მთელ რიგ საკითხებზე

- მოინახულეს კოლეჯში სტაჟირების პროგრამის მონაწილე აიშან ნოვრუზოვა

-  ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობაზე.

   

კოლეჯში ავღნიშნეთ 9 აპრილი!

პროფესიულმა სტუდენტებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, ასევე დირექტორის მოადგილემ ზვიადი არძენაძემ  სტუდენტებს სიტყვით მიმართა - “დღეს განსაკუთრებული დღეა, 1989 წლის 9 აპრილი ქართველი ერის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისთვის გმირული ბრძოლის, თავგანწირვის და  1991 წლის 9 აპრილი ამ ბრძოლაში გმირულად გამარჯვების!

დღეს ერთდროულად სიხარულის და სინანულის დღეა!”

ღონისძიების ბოლოს ვიმყოფებოდით სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერში მემორიალთან და შევამკეთ ყვავილებით.

ღონისძიება დააორგანიზა სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერის განვითარების სამსახურის უფროსმა - შორენა კუპატაძემ.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ მარნეულის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს ელგუჯა კუპატაძეს მხარდაჭერისთვის და შპს “ავტოსერვისი”ს უფროსს იური სამხარაძეს ტრანსპორტის უზრუნველყოფისთვის.